ფეხბურთი

18:51 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ყოფილი თანაგუნდელი: "დიეგომ კოკაინის მოხმარება 1981 წელს დაიწყო"

დიეგო არმანდო მარადონას ყოფილმა თანაგუნდელმა კარლოს ფრენმა, რომელიც მასთან ერთად „არგენტინოს ხუნიორსში“ თამაშობდა, განაცხადა, რომ დიეგომ კოკაინის მიღება ჯერ კიდევ 1981 წელს, „ბოკა ხუნიორსში“ თამაშისას დაიწყო.

ფრენი მარადონას კარგად იცნობდა, რადგან მოგვიანებით მის სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა და არგენტინელის ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

„მე აღშფოთებული ვარ, რომ ვხედავ და მესმის ამდენი ადამიანის სიტყვები, რომლებიც ამბობენ, რომ დიეგოს იცნობდნენ, რეალურად კი ის რამდენჯერმე ნახეს ან ინტერვიუ ჩაწერეს. მეცინება იმაზე, როდესაც ამბობენ, რომ მან კოკაინის მოხმარება ესპანეთში დაიწყო. სამწუხაროდ, მან უფრო ადრე დაიწყო, 1981 წელს, როდესაც „ბოკაში“ თამაშობდა. სწორედ მაშინ შევიდა დიეგო სიბინძურის სამყაროში, რომელმაც მისი ცხოვრება დაანგრია.

ის საოცარი პატარა ბიჭი იყო და არაფერი მოასწავებდა იმას, რაც შემდეგ მოხდა. უბრალო, თავმდაბალი, ყოველთვის ყურადღებას აქცევდა გამოცდილი ადამიანების რჩევებს. შემდეგ, როდესაც დიდება გამოჩნდება, ცხოვრება იცვლება, უნდა გაუმკლავდე გარეთ გასვლას, რადგან ყოველდღე 2000 ადამიანი დაგყვება. ეს ყველაფერი მას ძალიან ადრე დაემართა, როგორც არავის ამ პლანეტაზე და რამდენიმე კვირის შემდეგ თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობდა.

მე იმ იშვიათთაგანი ვიყავი, ვინც მას ყველაფერს პირში ეუბნებოდა. ერთხელ, როდესაც „რასინგში“ ვმუშაობდით, „სან ლორენსოსთან“ თამაში გვქონდა და ვნახე, რომ ის არ იყო გუნდის ხელმძღვანელობისთვის შესაბამის პირობებში. შემდეგი სამი თამაში გაუჩინარდა და როდესაც დაბრუნდა, მადლობა გადამიხადა, რადგან მან სახლში დროის მშვიდად გატარება შეძლო კლაუდიასა და მის ქალიშვილებთან ერთად. ის რთული ადამიანი იყო“, - თქვა ფრენმა.

0.067412