„ვაშინგტონ ვიზარდსი“ და „ჰიუსტონ როტესმა“ თავიანთი სიმბოლოები გაცვალეს. როგორც ცნობილი გახდა, რასელ ვესტბრუკი „ვაშინგტონში“ გადავიდა, ხოლო ჯონ უოლი „ჰიუსტონს“ გააძლიერებს.
გარდა ამისა, „როკეტსმა“ სანაცვლოდ 2023 წელს დრაფტზე პირველი არჩევანის უფლება მიიღო.
ეკონომიკური თვალსაზრისით არცერთისვის არაფერი იცვლება. ორივე მოთამაშეს მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში 133 მილიონი დოლარის კონტრაქტი აქვთ გარანტირებული.
შეგახსენებთ, რასელ ვესტბრუკი „ჰიუსტონში“ 2019 წლიდან თამაშბდა, ხოლო მანამდე 11 სეზონი „ოკლაჰომაში“ გაატარა. რაც შეეხება ჯონ უოლს, მას აქამდე მხოლოდ „ვაშინგტონში“ ჰქონდა ნათამაშები, სადაც 2010 წლიდან ირჯებოდა.