„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, დავიდ დე ხეამ, 2 დეკემბერს, „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში (1:3), 58-ედ დაიცვა „ეშმაკუნების“ კარი ევროთასებზე და ამ მაჩვენებლით ყოფილ მანჩესტერელს, ედვინ ვან დერ სარს გადაუსწრო. ჰოლანდიელ მეკარეს 57-ჯერ დაეცვა მანკუნიანელთა კარი ევროსარბიელზე.
მესამე ადგილზე კი ლეგენდარული პიტერ შმაიხელია - 43 მატჩი ევროთასებზე.