ფეხბურთი

22:33 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბიის ფედერაციამ კეიროში დაითხოვა

კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში კარლუშ კეიროში აღარ გაწვრთნის. როგორც კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მხარეებმა კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და პორტუგალიელი ნაკრებიდან წავიდა.

მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავკაცმა კოლუმბიის ეროვნული გუნდი 2019 წლის 7 თებერვალს ჩაიბარა. გასულ თვეში მსოფლიოს ჩემპინატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში კოლუმბია ეკვადორთან (0:3) და ეკვადორთან (1:6) დამარცხდა და ფედერაციამ კარლუშის გაშვება გადაწყვიტა. 1977 წლის შემდეგ კოლუმბიამ მუნდიალის საკვალიფიკაციო დონეზე პირველად წააგო ასეთი დიდი ანგარიშით.

კოლუმბიის ნაკრების კარდა კეიროში პორტუგალიის, საუდის არაბეთის, სამხრეთ აფრიკის და ირანის ნაკრებებს წვრთნიდა.

0.136073