ფეხბურთი

18:48 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტური თბილისის „მერანისა“ და „თელავის“ მატჩით დასრულდა. სტუმრებმა გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშეს და მეტოქე 6:1 გაანადგურეს.

„თელავის“ უპირატესობა ძალიან დიდი იყო, მე-15 წუთზე უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ და ცხადია ადვილად მოიგეს. „თელავმა“ 23 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.

რევაზ გოცირიძის გუნდმა 17 ტურში მხოლოდ ორჯერ წააგო, რაც ახალწვეული გუნდისთვის ფანტასტიკური მაჩვენებელია (4 მოგება, 11 ფრე). აი, „მერანი“ კი ცალსახად ყველაზე სუსტი გუნდი ლიგაში - 17 ტურში არ მოუგია და მხოლოდ 6 გოლი გაიტანა. შედეგად, ბოლო ადგილი სრულიად ლოგიკური შედეგია.

„მერანი“ – „თელავი“ 1:6 (1:4)

გოლები: 0:1 ჯიქია (7), 0:2 ბაშალეიშვილი (12), 0:3 დიმიტროვსკი (15), 1:3 შენგელიძე (19), 1:4 მარაქველიძე (45), 1:5 ჩუკვურა (47), 1:6 კვასოვი (86)

0.115476