ფეხბურთი

17:44 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა დაბრუნდა: კვარაცხელია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ყაზანის "რუბინის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა. 19 წლის შემტევმა კორონავირუსი დაამარცხა და რუსულ გუნდს დაუბრუნდა, სადაც გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა. ყაზანელთა ვებგვერდმა ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა და სოციალურ ქსელებში ხვიჩას ფოტოები გამოაქვეყნა.

"შეხედეთ ვინ დაბრუნდა", - წერს "რუბინის" ვებგვერდი და ხვიჩას გამოჯანმრთელების ცნობა საზოგადოებას სიხარულით აცნობა.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიას კორონავირუსი 10 ნოემბერს დაუდასტურდა და ამის გამო საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სომხეთთან და ესტონეთთან შეხვედრებში ვერ დაეხმარა, ხოლო "რუბინში" ორი თამაში გაუცდა ("როსტოვთან" და ცსკა-სთან).

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში რუსულ პრემიერლიგაში 14 თამაში აქვს ჩატარებული, 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.130297