ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურმა ექვსი მეოთხედფინალისტი („სევილია“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“) გამოავლინა, დღეს კი სტარტს მეხუთე ტური აიღებს და ცხადია, ეს რიცხვი გაიზრდება.
A ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკო“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. სხვა დროს და სხვა ვითარებაში ეს თამაში უდაოდ უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებოდა, მაგრამ ახლა ასე არ არის, რადგან „ბაიერნმა“ ჯერ კიდევ მეოთხე ტურის შემდეგ მოახერხა პლეი-ოფში გასვლა და თანაც, პირველი ადგილით. ამდენად, ჰანსი ფლიკი დღეს გადახალისებული შემადგენლობით აპირებს თამაშს და „რეკორდმაისტერს“ ქულებიც არაფერში სჭირდება, მაგრამ ვიცით, რომ „ბაიერნს“ არ სჩვევია არასწორი დამოკიდებულების გამომჟღავნება, მითუფრო ჩემპიონთა ლიგაზე და პრინციპულ მეტოქესთან. „ატლეტიკოს“ კი ქულები ძალიან სჭირდება. დიეგო სიმეონეს გუნდს თუ ლა ლიგაში ყველაფერი რიგზე აქვს, აქ პირიქით უჭირს - მაგალითად მიუნხენში „ბაიერნთან“ 0:4 განადგურდა, ხოლო მოსკოვის „ლოკომოტივს“ ბოლო ორ თამაშში ვერაფერი დააკლო ორჯერვე ფრეს დასჯერდა. „როხიბლანკოს“ შემდეგ ეტაპზე თამაში თუ უნდა, დღეს „ბაიერნთან“ ყველაფერი უნდა გააკეთოს გამარჯვებისთვის.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში მოსკოვის „ლოკომოტივი“ „ზალცბურგს“ უმასპინძლებს. რუსებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ, რადგან წინა ოთხ ტურში მხოლოდ სამ ფრეს გამოჰკრეს ხელი. ამასთან, მოგებით მინიმუმ ევროპა ლიგის საგზურს გაიფორმებენ. თავის მხრივ, „ზალცბურგს“ ბოლო შანსი აქვს, რომ როგორმე გაიბრძოლოს პლეი-ოფისთვის და ამისთვის აცულებლად 3 ქულა სჭირდება. ამ გუნდების ავსტრიული დუელი 2:2 დასრულდა.
B ჯგუფში ძალიან საინტერესო ვითარებაა. „გლადბახი“ „ინტერს“ მასპინძლობს და გერმანულ გუნდს ქულაც ჰყოფნის მერვედფინალში გასასვლელად, რაც „ინტერს“ ავტომატურად ჯგუფში ჩატოვებს. აი, თუ იტალიელები მოიგებენ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბოლო ადგილზე არიან, ძალიან რეალური შანსი გაუჩნდებათ ჯგუფიდან გასვლის. ანტონიო კონტეს გუნდს უმძიმესი სტარტი აქვს და 4 ტურში სულ რაღაც 2 ქულა მოიპოვა. „გლადბახთან“ კი წინა 4 ტურში მაგარი ფეხბურთი ითამაშა, „ინტერთან“ და „რეალთან“ ორჯერ 2:2-ს გამოჰკრა ხელი და ორჯერვე გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა, ხოლო მერე „შახტარი“ დაარბია - ორ თამაშში 10(!) გოლი გაუტანა. ამრიგად, „გლადბახი’ ჩინებულ ფორმაშია და დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ „ინტერსაც“ უკან დასახევი გზა აღარ გააჩნია და არც დასაკარგი აქვს არაფერი.
კიევში, „შახტარს“ „რეალი“ ესტუმრება. დონეცკელებმა შესანიშნავად დაიწყეს, „სამეფო კლუბს“ მოუგეს, „ინტერთან“ ქულა მოიპოვეს, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაყარეს და „გლადბახთან“ ორივე თამაშში სრული ფიასკო განიცადეს. თუმცა, უკრაინულ გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს, „რეალის“ დამარცხება აუცილებლად სჭირდება. ზინედინ ზიდანის გუნდს კი საშინელი სტარტის მერე ჯგუფში ყველაფერი რიგზე აქვს და პირველ ადგილზე გასვლის რეალური შესაძლებლობაც გააჩნია. თუმცაღა, ზოგადად, „სამეფო კლუბს“ საქმეები კარგად არ მისდის, ცუდ ფორმაშია და ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელიც ჰყავს, მათ შორის ედენ აზარი და კარიმ ბენზემა. ტრავირებულები ვახსენეთ და, „შახტარს“ დავით ხოჭოლავა დააკლდება ამ მიზეზით.
C ჯგუფში „მანჩესტერ სიტის“ პლეი-ოფის საგზური ჯიბეში უდევს და დღეს „პორტუსთან“ საგარეო თამაშში ქულას თუ მოიპოვებს, პირველ ადგილსაც გაინაღდებს. თავის მხრივ, პორტუგალიელებიც ახლოს არიან მერვედფინალთან და ალბათ, დღეს საგზურს გაიფორმებენ. პარალელურად, „მარსელი“ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს. ფრანგული გუნდი საშინლად თამაშობს, წინა ოთხივე თამაში წააგო, არადა, რეალურად ყველაზე სუსტ ჯგუფშია მოხვედრილი. მიუხედავად ამისა, „ოლიმპიკს“ ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია, ოღონდ „ოლიმპიაკოსი“ აუცილებლად უნდა დაამრცხოს, თორემ ეს შანსიც დაიკარგება.
და ბოლოს D ჯგუფი, სადაც მხოლოდ ის ვიცით, რომ დანიური „მიდტიულანდი“, რომელსაც ჯერ ქულაც არ მოუპოვებია, ბოლო ადგილზე გავა. დანარჩენი ადგილებისთვის დიდი ბრძოლაა. დანიის ჩემპიონი ბერგამოში „ატალანტას“ სტუმრობს, რომელმაც წინა კვირაში „ენფილდზე“ „ლივერპულს“ სძლია. თუმცა, ბერგამოელები სტაბილურობით ვერ გამოირჩევიან და შაბათს იტალიის ჩემპიონატში მარცხი განიცადეს. „ატალანტას“ დარად 7 ქულა აქვს ამსტერდამის „აიაქსს“, ხოლო „ლივერპულს“ 9 ქულა და ბრძოლა წინაა.
„ენფილდ როუდზე“ იურგენ კლოპის გუნდი „აიაქსს“ მასპინძლობს და ინგლისელებს წაგების უფლება არ აქვთ, თუმცა, შესაძლოა, ბოლოს ისე წავიდეს საქმე, რომ „ლივერპულს“ დღეს წაგების შემთხვევაშიც კი, ბოლო ტურში „მიდტიულანდთან“ გამარჯვება ჯგუფიდან გაიყვანს. ეს ჯერ მხოლოდ გათვლები და ვარაუდია, ამიტომაც, „წითლებმა“ ხასიათი უნდა გამოიკეთონ, რადგან წინა ტურში წააგეს, რასაც პრემიერლიგაში „ბრაიტონთან“ დაკარგული ქულებიც მოჰყვა. „აიაქსს“ თავისი მიზნები აქვს და მასაც მაგრად სჭირდება ქულები, თანაც ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და წესით, „ენფილდზე“ დიდი ბრძოლა იქნება.
A ჯგუფი
„ლოკომოტივი“ – „ზალცბურგი“
„ლოკომოტივი“ (4-4-2): გილერმე; ჟივოგლიადოვი, ჩორლუკა, მურილო, რიბუსი; იგნატიევი, კრიხოვიაკი, კულიკოვი, მირანჩუკი; ედერი, ზე ლუიში
„ზალცბურგი“ (4-4-2): სტანკოვიჩი; ულმერი, ვიობერი, რამალიო, კრისტენსენი; შობოშლაი, კამარა, იუნუზოვიჩი, მვეპუ; კოიტა, ბერიშა
„ატლეტიკო“ – „ბაიერნი“
„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ჰერმოსო; ფერეირა-კარასკო, კოკე, ლორენტე, ნიგესი; კორეა, ჟოაო ფელიქსი
„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნიუბელი; პავარი, ბოატენგი, ზულე, ერნანდესი; მარტინესი, მუსიალა; დუგლას კოშტა, მიულერი, სანე; ჩუპო-მოტინგი
B ჯგუფი
„შახტარი“ – „რეალი“
„შახტარი“ (4-3-3): პიატოვი, დოდო, ბონდარი, მატვიენკო, მარკინიოსი; მარლოსი, სტეპანენკო, მარკოს ანტონიო; ტეტე, ჟუნიორ მორაეში, ტაისონი
„რეალი“ (4-2-3-1): კურტუა; ვასკესი, ვარანი, ნაჩო, მენდი; კროოსი, კაზემირო; როდრიგო, ედეგორი, ვინისიუსი; ბენზემა
„გლადბახი“ – „ინტერი“
„გლადბახი“ (4-2-3-1): სომერი; ლაზარო, გინტერი, იანტშკე, ვენდტი; ემბოლო, კრამერი; შტინდლი, ნოიჰაუსი, ტურამი; პლეა
„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი; ჰაკიმი, ბარელა, გალიარდინი, სენსი, პერიშიჩი; ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი
C ჯგუფი
„მარსელი“ – „ოლიმპიაკოსი“
„მარსელი“ (4-3-3): მანდანდა; საკაი, ალვარო, ჩალეტა-სარი, ამავი; კუიზანსი, კამარა, რონგიე; ტოვინი, ბენედეტო, პაიე
„ოლიმპიაკოსი“ (4-3-3): სა; რაფინია, სემედუ, ბა, ჰოლებასი; კამარა, მ’ვილა, ბუჩალაკისი; ვრუსაი, ელ-არაბი, ფორტუნისი
„პორტუ“ – „მანჩესტერ სიტი“
„პორტუ“ (4-4-2): მარჩესინი; მანაფა, მბემბა, ზაიდუ; კორონა, სერჟიო ოლივეირა, ურიბე, ოტავიო; მარეგა, დიასი
„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, დიასი, ლაპორტი, კანსელუ, დე ბრუინი, გუნდოგანი, ბერნარდო სილვა; ფოდენი, ტორესი, სტერლინგი
D ჯგუფი
„ლივერპული“ – „აიაქსი“
„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ნ. უილიამსი, ფაბინიო, მატიპი, ციმიკასი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ჯონსი, სალაჰი, ფირმინო, მანე
„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, შუურსი, მარტინესი, ტალიაფიკო; გრავენბერხი, ლაბიადი, კლაასენი; ნერეში, ტადიჩი, ანტონი
„ატალანტა“ – „მიდტიულანდი“
„ატალანტა“ (3-4-2-1): სპორტიელო; ტოლოი, რომერო, ჯიმსიტი; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; გომესი, ილიჩიჩი; ძაპატა
„მიდტიულანდი“ (4-5-1): ჰანსენი; კულსი, ჰოეგი,შოლცი, პაულინიო; ონიეკა, მადსენი, დრეიერი, სისტო, მაბილი; კაბა