ფეხბურთი

1:22 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცისკარიძე ვაისის შესახებ: "არასდროს დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა"

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ ცისკარიძე ვლადიმირ ვაისს დაემშვიდობა და მას მადლობა გადაუხადა. როგორც 33 წლის მარცხენა მცველმა დაწერა, ის არასდროს დაივიწყებს იმ მომენტს, როდესაც სლოვაკი სპეციალისტი მის თამაშზე დასაკვირვებლად ჩეხეთში ჩავიდა.

“მადლობა მინდა ვუთხრა ვლადიმირ ვაისს იმისთვის, რაც მან პირადად ჩემთვის და ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთა ბოლო 5 წლის განმავლობაში. არასდროს დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა ჩეხეთში, როდესაც როგორც ფეხბურთელს მაკვირდებოდა. ჩემი სანაკრებო გამოცდილება იყო ხანმოკლე, მაგრამ ტკბილად მოსაგონარი. ეს იყო ოცნების ახდენა. ის რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ, ამას არავინ დაივიწყებს. მადლობა, წარმატებები", - დაწერა ცისკარიძემ ინსტაგრამში.

ზურაბ ცისკარიძემ საქართველოს ნაკრებში სულ ორი თამაში ჩაატარა, ორივე 2016 წელს რუმინეთთან (1:5), სადაც საგოლე პასი გააკეთა და შემდეგ ესპანეთთან (1:0) მოგებულ მატჩში ითამაშა. იმავე წლის შემოდგომაზე ცისკარიძე ეროვნულ ნაკრებში ავსტრიასთან (1:2), ირლანდიასთან (0:1) და უელსთან (1:1) შეხვედრებში სათადარიგო სკამზე იყო.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება, მან ძირითადად ამერიკულ და შვედურ გუნდებში ითამაშა, ამჟამად კი ფინური „როპსის“ ღირსებას იცავს.

0.122505