ესპანური „ვიახესის“ ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადონას საპატივცემულოდ დაწესებული წუთიერი დუმილი არ დაიცვა. ლა კორუნიის „დეპორტივოსთან“ მატჩის დაწყებამდე დაპენამ წუთიერი დუმილი გააპროტესტა და თანაგუნდელებისგან განსხვავებით მინდორზე დაჯდა.
როგორც მან Marca-ს განუცხადა, მარადონა მოძალადე იყო, რომელსაც მოედანს მიღმა ღირებულებები არ გააჩნდა.
„არ მინდა წუთიერი დუმილი დავიცვა მოძალადის გასახსენებლად. მოედანზე გასვლამდე ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი, როგორ მოვიქცეოდი. მარადონას გარდაცვალების თარიღი ემთხვევა ქალთა მიმართ ძალადონის ბრძოლის საერთაშორისო დღეს. თუ წუთიერ დუმილს არცერთი ასეთი ქალბატონი არ იმსახურებს, მაშინ არ მინდა წუთიერთი დუმილი დავიცვა იმისთვის, ვინც მოძალადე იყო. შესანიშნავი ფეხბურთელობის გარდა, საჭიროა კარგი ადამიანი იყო, გქონდეს ღირებულებები და პრინციპები", - თქვა დაპენამ.