ფეხბურთი

11:00 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაულ ხიმენესმა დავიდ ლუიზთან შეჯახების შემდეგ მოედანზე სიცოცხლის ნიშნები დაკარგა

„ვულვზის“ თავდამსხმელმა რაულ ხიმენესმა „არსენალსთან“ შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო. შეხვედრის დასაწყისში მექსიკელი შემტევი და დავიდ ლუისი ერთმანეთს თავებით სასტიკად შეასკდნენ, რის შედეგადაც ორივე დაზარალდა.

განსაკუთრებით ხიმენესი, რომელიც დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში, სიცოცხლის ნიშნების გარეშე იყო. ექიმებმა მას პირველად დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ჰოსპიტალში ხიმენესი გონზე მოვიდა, სიცოცხლის ნიშნები აჩვენა და ექიმების ყველა მოთხოვნაზე ადეკვატურად რეაგირებს.

რაც შეეხება დავიდ ლუიზი, ბრაზილიელის დაზიანება შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა და თამაშის გაგრძელება შეძლო, რომელიც „არსენალმა“ 1:2 წააგო.

0.117849