ფეხბურთი

15:12 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შუქურა" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქობულეთის „შუქურა“ დაბრუნდა. აჭარულმა გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ წააგო, მაგრამ ვინაიდან პარალელურად მისმა კონკურენტებმა ვერ მოიგეს, სეზონის დასრულებამდე 1 ტურით უმაღლესი დივიზიონის საგზური გაიფორმეს.

„შუქურამ“ 17 თამაშში 31 ქულა მოიპოვა და 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „სამგურალს“. ამრიგად, ქობულეთელები კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში აღზევდა.

მეორე-მესამე ადგილებისთვის ჯერჯერობით ბრძოლაა გაჩაღებული. „სამგურალს“ 27, „გაგრას“ 26 და მარტვილის „მერანს“ 24 ქულა აქვს. სწორედ ეს სამი გუნდი გაითამაშებს პლეი-ოფის საგზურს.

ეროვნულ ლიგა 3-ში უკვე კარგა ხანია დუშეთის „არაგვი“ დაქვეითდა. პლეი-აუტის ზონაში ამ დროისთვის ზუგდიდის „დინამო“ და ბოლნისის „სიონი“ იმყოფებიან, მაგრამ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს 2 თამაში კიდევ დარჩათ ჩასატარებელი.

0.117083