„ბარსელონას“ ვეტერანმა მცველმა, ჟერარ პიკემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კატალონიური კლუბის პრეზიდენტობაზე ოცნებობს.
„უახლოეს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ (2021 წლის იანვარი), რადგან მოქმედი ფეხბურთელი ვარ, მომავლში, ვინ იცის.
„ბარსელონას“ დიდი ქომაგი ვარ და მინდა კლუბს შემდეგშიც დავეხმარო. შეიძლება ჩემი კანდიდატურაც წარვადგინო, თუ რაიმე სიახლის შეთავაზებას შევძლებ.
ყოველთვის ვოცნებობდი „ბარსელონას“ პრეზიდენტობაზე. ვნახოთ.“ - ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის პიკე „ბარსელონაში“ 2008 წლიდან თამაშობს.