ფეხბურთი

19:59 | 28.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას ჰეთ-თრიქი და "ანორთოსისის" გამარჯვება კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი ქვილითაიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ანორთოსისის“ ქართველმა ფორვარდმა სამი გოლი „ენოსის პარალიმნის“ გაუტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა - 4:2.

ქვილითაიამ ანგარიში მე-13 წუთზე პენალტით გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ამჯერადაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აიღო მეტოქის კარი. ზუსტად 20 წუთში ჩვენებურმა უკვე თამაშიდან გამოიჩინა თავი და ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. გიორგი 79-ე წუთზე შეცვალეს. მის გარდა, „ანორთოსისის“ რიგებში გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა ითამაშეს, ორივემ შეუცვლელად, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია და ბუნებრივია მოედანზე არ ყოფილა.

გიორგი ქვილითაიამ ამ დროისთვის „ანორთოსისის“ მაისურით 7 გოლის გატანა მოასწრო, 6-ჯერ თავი კვიპროსის ჩემპიონატში გამოიჩინა, ერთხელ კი ევროპა ლიგაზე. გეტყვით იმასაც, რომ ქვილითაია 6 გოლით ბომბარდრითა დავის სათავეშია, თუმცა 6 გოლი კიდევ ოთხ ფეხბურთელს აქვს გატანილი.

თემურ ქეცბაიას გუნდს 12 ტურში 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერია. ფამაგუსტელები მომდევნო ტურში 4 დეკემბერს, „დოქსას“ ესტუმრებიან.

0.121056