ფეხბურთი

11:39 | 28.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას მეგობარი: "დიეგო დაიღალა, სიცოცხლე აღარ სურდა და ახლა მშვიდადაა"

დიეგო მარადონას აგენტმა და უახლოესმა მეგობარმა სტეფანო ჩეჩიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ლეგენდარულ არგენტინელზე ისაუბრა და თქვა, რომ მას სიცოცხლე აღარ სურდა.

იტალიელმა ინტერვიუში ლეგენდის პერსონა ორ ნაწილად დაჰყო - დიეგოდ და მარადონად. დიეგოში ის უბრალო პერსონას გულისხმობდა, ხოლო მარადონაში ადამიანს, რომლის ირგვლივ ყველა იყო და მხოლოდ იმიტომ, რომ ის მარადონა გახლდათ...

„დიეგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოიძება დაიწყო. დღეს ჩვენ მივუთითებთ იმაზე, რისი გაკეთება შეიძლებოდა... დიეგო ყოველთვის მარტო იყო, ისინი მხოლოდ მარადონაზე ფიქრობდნენ. დიეგო დაიღალა, სიკვდილს დანებდა, სიცოცხლე აღარ სურდა.

დიეგომ 15 წლის ასაკში შეწყვიტა დიეგოდ ყოფნა. მას შემდეგ ის მარადონა გახდა და მარტო დარჩა. ბოლო 20 წელი დიეგოსთან ერთად ვიცხოვრე, მარადონას მართვა ძალიან რთული იყო. მე გავიცანი მარადონა, რომელიც სტადიონებს ავსებდა. დიეგო კი თავმდაბალი და კარგი ადამიანი იყო, ოღონდ ეს გახლდათ დიეგო და ის მარადონას საპირისპირო პერსონა იყო. 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი მოგონება დაგროვდა ჩეს გულში. ძალიან ცოტა ადამიანი იცნობდა უბრალო დიეგოს.

ბოლო თვეების განმავლობაში დიეგო ნამდვილად დაიღალა. ვხედავდი, რომ რაღაც ადრინდელივით აღარ იყო. ორი წლის წინ აქტიური იყო, ფეხბურთსაც თამაშობდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ როჩიოს სიყვარულსაც კარგავდა (დიეგოს ბოლო მეუღლე - რედ). სწორედ ამიტომ, ფიზიკურადაც და მენტალურადაც დანებდა.

დიეგოს გარშემო ოჯახური ქაოსი ყოველთვის იყო და არასდროს ჰქონია სრული სიმშვიდე. ახლაც კი, როცა გარდაიცვალა, ისინი ჩხუბს გააგრძელებენ. ამჟამად, დიეგო იმ ხალხთანაა, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარდა: დედა და მამა - ახლა დიეგო მშვიდად არის“, - თქვა ჩეჩიმ.

0.113397