"უიპეშტის" ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში გოლის გატანა მოედნის ცენტრიდან მოახერხა. მე-12 ტურში ქართველი შემტევის "უიპეშტმა" "პაკშის" უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1). გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, 68-ე წუთზე კი ანგარიში გახსნა.
გოლი მართლაც ფანტასტიკური გამოვიდა. მოედნის ცენტრიდან გადაწყვიტა დარტყმა, გამიზნულად და შესანიშნავი გადაწყვეტილებაც მიიღო, რადგან რაც ჩაიფიქრა, გამოუვიდა - გოლი გაიტანა.
გიორგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, 4 უნგრეთის თასზე და უნგრეთის ჩემპიონატში თავი მეორედ გამოიჩინა (4 მატჩში). "უიპეშტი" კი 11 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციაზეა და აუტსაიდერთა შორისაა.