გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გამოჯანმრთელდა. ქართველი ნახევარმცველი 24 ნოემბერს, ავსტრიის „ინსბრუკთან“ თვენახევრიანი პაუზის შემდეგ განაცხადში პირველად მოხვდა.
როგორც გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა განაცხადა, ოთარ იბრუნებს ძველ ფორმას და არაა გამორიცხული 28 ნოემბერს, ბუნდესლიგაში „ტიროლის“ წინააღმდეგ ითამაშოს.
„კიტე სულ უფრო და უფრო უახლოვდება თავის საწყის დონეს, რის გამოც ძირითად შემადგენლობაში მისი მოხვედრა განიხილება“, - თქვა ილცერმა.
მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში 4 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. 24 წლის ნახევარმცველმა ტრავმა 14 ოქტომბერს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.