ფეხბურთი

22:41 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" შესაძლოა ვან დე ბეკი დაიმატოს

ტურინის "იუვენტუსმა" შესაძლოა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი დონი ვან დე ბეკი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაიმატოს. როგორც Calciomercato იუწყება, იტალიელები ფეხბურთელის ასპარეზოას, როგორც კლუბში ასევე ნაკრებში აქტიურად აკვირდებიან.

ვან დე ბეკის დამატება ტურინელებს იჯარის წესით სურთ და გამოსყიდვის უფლების დატოვებაც უნდათ. იჯარის შემდეგ "იუვენტუსი" მზადაა ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასევე, "ბიანკონერი" ფეხბურთელების გაცვლის ვარიანტსაც განიხილავს.

დონი "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე წელს "აიაქსიდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში ვან დე ბეკი იშვიათად ხვდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში და მოედანზე ერთ შეხვედრაში საშუალოდ 40 წუთს ატარებს. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.111502