ფეხბურთი

15:20 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფიფამ წილისყრამდე ნაკრებები გაანაწილა და საქართველო მეოთხე კალათაშია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრამდე ფიფამ ოფიციალურად გაანაწილა ევროპული ნაკრებების კალათებში. როგორც აქამდე ვააანონსებდით, საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში იმყოფება. მიუხედავად ნოემბერში წარუმატებელი მატჩებისა, "ჯვაროსნები" მეხუთე კალათაში დაქვეითებას გადაურჩნენ.

2022 წლის მუნდიალის წილისყრის წინ კალათები:

  • I კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები

  • II კალათა: შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი

  • III კალათა: რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი

  • IV კალათა: ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი

  • V კალათა: სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა

  • VI კალათა: მალტა, მოლდოვა, ლიხტანშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო

გეტყვით, რომ შედგება 10 ჯგუფი, 5 ჯგუფში 6 გუნდი იქნება, ხოლო 5 ჯგუფი ხუთი გუნდით დაკომპლექტდება. უკვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილენი (იტალია, ესპანეთი, ბელგია, საფრანგეთი) აუცილებლად 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდებიან, რადგან ორი სათამაშო ფანჯრის დროს ერთა ლიგის ოთხთა ფინალის შეხვედრები უნდა ჩაატარონ (2021 წლის 6-10 ოქტომბერს).

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 13 ევროპული ნაკრები მოიპოვებს. აქედან 10 საგზურს ჯგუფის პირველადგილოსნები ავტომატურად მიიღებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში გადაინაცვლებენ, სადაც მათ აწ დასრულებული ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის საუკეთესო ორი შედეგის მქონე ნაკრებები შეუერთდებიან (ცხადია, თუ ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიდან არ მოიპოვებენ მუნდიალის ან პლეი-ოფის საგზურს).

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 7 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. საკვალიფიკაციო ტურნირი 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება, ხოლო პლეი-ოფები 2022 წლის მარტშია დაგეგმილი.

0.137954