ფიფამ ეროვნული ნაკრებების რეიტინგი განაახლაა, რომელშიც როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებს რეგრესი აქვს. ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სომხეთთან და ესტონეთთან წარუმატებელმა თამაშებმა საქართველოს 3 პოზიცია დააკარგვინა.
თუ გასულ თვეში 86-ე ადგილზე იმყოფებოდა, ახლა 89-ე პოზიციაზეა ბელარუსსა და ზამბიას შორის.
...86. გაბონი - 1280 ქულა
87. ისრაელი - 1279
88. ბელარუსი - 1269
89. საქართველო - 1267
90. ზამბია - 1266
91. კონგო - 1264
92. ლიბანი - 1263
ფიფას რეიტინგს კვლავაც ბელგიის ნაკრები ლიდერობს,რომელსაც კვალში საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებები უდგანან. სხვათა შორის, ორწლიანი პაუზის შემდეგ ათეულში დაბრუნდა იტალიის ნაკრები, რომელიც 2018 წლის მუნდიალს მიღმა დარჩენიდან მოყოლებული ვერ ახერხებდა ათ საუკეთესო გუნდში შესვლა. გარდა ამისა, ათეულს მექსიკაც დაუბრუნდა.
1. ბელგია - 1780 ქულა
2. საფრანგეთი - 1755
3. ბრაზილია - 1743
4. ინგლისი - 1670
5. პორტუგალია - 1662
6. ესპანეთი - 1645
7. არგენტინა - 1642
8. ურუგვაი - 1639
9. მექსიკა - 1632
10. იტალია - 1625