მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის გამო, მომავალი ევროსაკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები თბილისში ვერ შეიკრიბა.
ლეგიონერები და მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ნაკრებს ფინეთში შეუერთდნენ. ამის გამო, ნაკრების თავკაცს ქართველ ჟურნალისტებთან ტრადიციული პრეს-კონფერენცია არ გაუმართავს. სანაცვლოდ, ილიას ზუროსმა შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ მედიისთვის ონლაინ-კომენტარები გააკეთა, ხოლო დღეს ფინეთის დედაქალაქიდან ჟურნალისტებს zoom-ის საშუალებით, ონლაინ-კონფერენციაზე შეხვდა.