ფეხბურთი

23:06 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ცხედრის აუტოპსიის პასუხი ცნობილია

დიეგო არმანდო მარადონას ცხედარს გაკვეთა ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც გარდაცვალების მიზეზი დადგინდა. როგორც გაირკვა, ფეხბურთის ლეგენდის სიკვდილი ფილტვის მწვავე შეშუპებამ გამოიწვია, რაც, გულის მწვავე უკმარისობით იყო განპირობებული.

ასეთია აუტოპსიის წინასწარი შედეგი. მარადონას ცხედარი ამჟამად საპრეზიდენტო რეზინდეციაშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს და ათასობით არგენტინელი ემშვიდობება.

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, ქალაქ ტიგრეში, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0.117801