დიეგო მარადონასთან დამშვიდობების ცერემონია ბუენოს აირესში, ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართება - წერს La Nacion.
გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებას დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი დაესწრება. საორგანიზაციო წვრილმანები ზუსტდება და დიეგოს ოჯახთან უკვე შეთანხმებულია.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს საკუთარ სახლში, გულის შეტევის შემდეგ, 60 წლისა გარდაიცვალა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა.