ფეხბურთი

13:57 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრანდელიმ პრესკონფერენცია მარადონას გარდაცვალების გამო შეწყვიტა

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებამ საფეხბურთო სამყაროსთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ფეხბურთის ღმერთზე ყველა საუბრობს, ახლა მასზე აქტუალური არაფერია.

იტალიის თასზე „ფიორენტინამ“ „უდინეზე“ დაამარცხა და ჩეზარე პრანდელისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო „იების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თუმცა, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტს კითხვა, რომელიც თამაშს ეხებოდა, გააწყვეტინა და მხოლოდ მარადონაზე ილაპარაკა, შემდეგ კი საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა.

„დღეს ფეხბურთზე ლაპარაკი უადგილოა. მარადონას ამბავი თამაშის მიმდინარეობისას გავიგე და თავიდან ვერ გავაცნობიერე. მან ბავშვების ოცნების შანსი მისცა, ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იყო. ყოველთვის ჯერ გუნდზე ფიქრობდა და შემდეგ საკუთარ თავზე. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მასზე ცუდს იტყვის, მათ შორის მეტოქეებიც. ტოფოლ მონტიელმა კარგად ითამაშა და ბედნიერები ვართ მის გამო, მაგრამ არამგონია მარადონას გარდა ახლა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. აქ დავასრულოთ, შევაქებ მონტიელს, მაგრამ დიეგო გავიხსენოთ“, - თქვა პრანდელიმ და პრესკონფერენცია დატოვა.

0.145156