ფეხბურთი

0:39 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" სტადიონი დიეგო მარადონას სახელობის გახდება

იტალიური „ნაპოლის“ სტადიონ „სან პაოლოზე“ შესაძლოა სახელი გადაერქვას და დიეგო მარადონას სახელობის გახდეს. ამის შესახებ განცხადება ნეაპლის მუნიციპალიტეტის სპორტის მრჩეველმა ჩირო ბორიელომ გააკეთა.

„ხვალიდან ვიმუშავებთ, რომ „სან პაოლოს“ სტადიონს მარადონას სახელი დავარქვათ. სტადიონი ჩვენია და ამის გაკეთება შეგვიძლია. არსებობს რამდენიმე ბიუროკრატიული ნაბიჯი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრობლემები არ იქნება. დიეგო ნეაპოლისთვის ყველაზე დიდი იყო. მე ახლახან დავუკავშირდი ქალაქის მერს და ხვალიდანამ საკითხზე ვიმუშავებთ. შეიქმნება სადისციპლინო კომისია, მოხდება დოკუმენტაციის გაცვლა. მარადონა იყო ქალაქი ნეაპოლი“, - თქვა ბორიელომ.

მანამდე სოციალურ ქსელში ნეაპოლის მერმა ლუიჯი დე მაგისტრისმა დაწერა, რომ „ნაპოლის“ სტადიონი მარადონას სახელობის უნდა გახდეს:

„სან პაოლოს“ სტადიონს დიეგო არმანდო მარადონას სახელი უნდა დავარქვათ“, - დაწერა დე მაგისტრისმა.

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა „ნაპოლიში“ 1984-1991 წლებში თამაშობდა და კლუბის ისტორია ოქროს ასოებით დაწერა. მარადონა საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.

0.115062