დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებამ საფეხბურთო და ზოგადად, სამყარო დაამწუხრა. ბუნებრივია, ამ ამბავს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის, პელესგან, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ბრაზილიელმა ლეგენდამ დიეგოს გარდაცვალების შესახებ დაწერა:
„ძალიან სამწუხარო ამბავია. მე დიდი მეგობარი, სამყარომ კი ლეგენდა დაკარგა. სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ ახლა ღმერთმა გამძლეობა მისცეს მისი ოჯახის წევრებს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ზეცაში ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ“, - დაწერა პელემ.
დიეგო არმანდო მარადონასა და პელეს გზები მუდამ იკვეთებოდა. ისინი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ორ უდიდეს ფიგურად არიან მიჩნეულნი და ყოველთვის არსებობს, არსებობს და იარსებებს კითხვა - პელე თუ მარადონა?..
შეგახსენებთ, რომ დიეგო არმანდო მარადონა დღეს საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. არგენტინელი ლეგენის სიცოცხლე 60 წლის ასაკში დასრულდა.