რუსული "კრანსოდარი" ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "სევილიას" უმასპინძლებს და ამ გუნდთან დაპირისპირება მისთვის უცხო არაა. 2018-2019 წლების სეზონში ისინი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და რუსებმა 2:1 მოიგეს.
მაშინ მატჩის მიწურულს გადამწყვეტი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, რომელმაც ფანტასტიკურ სტილში, "მაკრატელა" დარტყმით გამოიჩინა თავი. "კრასნოდარმა" სოციალურ ქსელში თორნიკეს გოლი გაიხსენა და თან მისი კომენტარიც გამოაქვეყნა.
"ოქრიმ" ყოფილ გუნდს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ "კრასნოდარი" "სევილიას" დამარცხებას ისევ მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.