„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლაპარდი, ჟურნალისტებს მისი გუნდის თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს შესახებ ესაუბრა. ამას წინებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი შემტევი უკმაყოფილოა სათამაშო დროის სიმცირით, რომელსაც მას გუნდში აძლევენ და შესაძლოა სხვა კლუბსი გადავიდეს.
„ოლის შესახებ გარკვეული გეგმები მაქვს. ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. გასულ სეზონში ბევრ დროს ატარებდა მინდორზე. ახლა ასე არ არის, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია.
მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და თუ თავად სხვაგვარად ფიქრობს, სიამოვნებით დაველაპარაკები. მინდა, რომ „ჩელსიში“ დარჩეს.“ - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს Mirror.