ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპულმა“ მორიგი რეკორდი დაამყარა. იურგენ კლოპის გუნდმა მე-9 ტურის შეხვედრა შინ „ლესტერთან“ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ამ დაპირისპირებაში გამარჯვება „წითლებისთვის“ ზედიზედ სახლში წაუგებელი 64-ე შეხვედრა გამოდგა, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ 64 მატჩიდან მოქმედმა ჩემპიონმა 53 მოიგო 11 კი ფრედ დაასრულა. ამასთან 169 გოლი გაიტანა და მხოლოდ 42 გაუშვა.