საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა „გაგრასა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გადაიდო, რისი მიზეზიც კორონავირუსია.
სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, ფინალის მონაწილე ერთ-ერთ გუნდში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა და მატჩისმნიშვნელობიდან გამომდინარე მისი ჩატარების თარიღი შეიცვალა.
ფინალი 25 ნოემბრის ნაცვლად 4 დეკემბერს გაიმართება, მასპინძელი ქალაქი კი ისევ გორი იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის ბინადრები „გაგრა“ და „სამგურალი“ შეხვდებიან.