ფეხბურთი

12:17 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დრამა MLS-ში: პენალტების სერიაში გაძევებული მეკარე და მცველის მოგერიებული გადამწყვეტი პენალტი (+VIDEO)

ამერიკული MLS-ს აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალში „ორლანდო სიტიმ“ „ნიუ იორკ სიტი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა.

პენალტების გმირი კი „ორლანდოს“ მცველი როდრიგო შლეგელი გახდა. საქმე ისაა, რომ თერთმეტმეტრიანების სერიაში მასპინძელთა პერუელმა მეკარემ, პედრო გალესემ პენალტი მოიგერია, მაგრამ ეპიზოდი ვიდეორეფერისთან გადამოწმდა და გაირკვა, რომ მას დარტყმამდე ბურთი კარის ხაზზე არ ედგა, მოძრაობა წინასწარ დაიწყო. შედეგად, ყვითელი ბარათი მიიღო და ვინაიდან მანამდე უკვე გაფრთხილებული იყო, გააძევეს.

„ორლანდოს“ შეცვლების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა და პენალტების სერიაში მეკარის გარეშე დარჩა. ფორსმაჟორულ სიტუაციაში მეკარეობა პოზიციით მცველმა შლეგელმა შეითავსა და მან ნამდვიი სასწაული ჩაიდინა - გადამწყვეტი პენალტი მოიგერია და თავის გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

0.138357