დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელი იუსუფა მუკოკო ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა. კამერუნელი ისტორიაში ყველაზე ახლაგაზრდა მოთამაშეა, ვინც ბუნდესლიგაში ითამაშა.
„ჰერტასთან“ ის მოედანზე 85-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდის ნაცვლად გამოჩნდა და იმ მომენტში 16 წლისა და 1 დღის იყო. მუკოკომ ნური შაჰინის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც თავის დროზე ბუნდესლიგაში დებიუტი 16 წლის, 11 თვისა და 1 დღის ასაკში ჰქონდა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მუკოკომ 19-წლამდე გუნდში 4 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა შეძლო.