კალათბურთი

14:03 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “პაოს დაცვის ხარჯზე ვძლიეთ”

ქართველმა კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა მოსკოვის ცსკა-ს მიერ ათენის “პანათინაიკოსის” განადგურების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ალეკსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირის ფინალში რუსულმა გრანდმა ბერძნებს 75:46 სძლია, “მანუ” კი მოედანზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ და საბოლოოდ, ოთხთა შეჯიბრის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

“გომელსკის ტურნირის მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც გვინდოდა, სეზონს კარგ ხასიათზე შევხვედროდით. სამწუხაროდ, წინა მატჩში დაშვებული შეცდომები ისევ გავიმეორეთ და მეტოქეს ჩამორჩენის აღმოფხვრის საშუალება მივეცით. “ლიეტუვოს რიტასთან” თამაშის შემდეგ არაერთხელ ვთქვით, რომ მეტოქეს გონს მოსვლის შანსი არ უნდა ჰქონოდა, თუმცა, აღნიშნულს ამჯერადაც ვერ გადავურჩით. საბოლოოდ, “პანათინაიკოსის” ძლევაში დაცვაში საიმედო თამაში დაგვეხმარა. როდესაც მხოლოდ 44 ქულას უშვებ, ეს ძალიან კარგია”.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-ში გადასვლის შემდეგ, მარკოიშვილის ოფიციალური დებიუტი 8 ოქტომბერს შედგება. ამ დღეს, მოსკოვური კლუბი ვთბ-ლიგის ეგიდით ფინურ “ნილან ბიზონსს” დაუხვდება და ეს მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

0.142315