ფეხბურთი

15:45 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი 2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი 2020 წლის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელად დასახელდა. ნორვეგიელმა იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის Goldeb Boy-ს პრიზი მოიგო, რაც ახალგაზრდებში France Football-ის „ოქროს ბურთის“ ანალოგია.

ჰოლანდმა 302 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად აჯობა კონკურენტებს. მეორე ადგილზე „ბარსელონას“ თავდამსხმელი ანსუ ფატი გავიდა, რომელმაც 239 ქულა აიღო, ხოლო მესამე პოზიცია მიუნხენის „ბაიერნის“ მცველ ალფონსო დევისს ერგო (226 ქულა).

ჰოლანდი „დორტმუნდის“ მეორე ფეხბურთელია მარიო გიოტცეს შემდეგ (2011 წელი), რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიგო. შარშან გამარჯვება ჟოაო ფელიქსს ხვდა წილად, 2018 წელს კი მატიას დე ლიხტმა იპირველა.

2020 წლის 21-წლამდე ფეხბურთელების საუკეთესო ათეული ასეთია:

1. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი) – 302 ქულა

2. ანსუ ფატი (ბარსელონა) – 239 ქულა

3. ალფონსო დევისი (ბაიერნი) – 226 ქულა

4. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 80 ქულა

5. ედუარდო კამავინგა (რენი) – 50 ქულა

6. დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი) – 41 ულა

7. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – 36 ქულა

8. დომინიკ შობოშლაი (ზალცბურგი) – 13 ქულა

9. ბუკაიო საკა (არსენალი) – 13 ქულა

10. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) – 9 ქულა

0.120527