ფეხბურთი

22:54 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ფონსეკასთან თანამშრომლობას გააგრძელებს

პორტუგალიელი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა "რომაში" იმ შემთხვევაში დარჩება თუ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

პორტუგალიელი სპეციალისტის პროგრამა მინიმუმი იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასვლაა. თუმცა გამოცემის ცნობით, შესაძლოა "მგლების" ხელმძღვანელობამ მწვრთნელი ხელფასის დაკლების შემთხვევაშიც დატოვოს.

ამჟამად "რომა" იტალიის სერია A-ში შვიდი ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე 14 ქულიტ იმყოფება. გუნდს მხოლოდ ერთი წაგება აქვს. ევროპა ლიგაზე რომა სამი მატჩის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილზეა.

0.124062