ძიუდო

19:41 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ყულაბა პირველი მედლით შეივსო. 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ფინალამდე შესანიშნავად ასპარეზობდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრა მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლაშამ პირველ შეხვედრაში გერმანელი ანტონი ზინგი დაამარცხა, რასაც პოტუგალიელ ჟოაო ფერნანდოსთან და მისთვის უხერხულ მეტოქესთან, აზერბაიჯანელ რუსტემ ორუჯოვთან გამარჯვება მიაყოლა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალის საზგურისთვის ლაშა იტალიელ ფაბიო ბაზილეს გაეჯიბრა და 56 წამში იპონით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში მოლდოველ ვიქტორ სტერპუს შეხვდა, რომელთანაც იპონით წააგო და ოქროს მედალს ვერ შესწვდა.

ცოტა ხანში ტატამზე ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ. პირველი მათგანი ოქროს მედლისთვის იბრძვის, ხოლო მეორე - ბრინჯაოსთვის.

0.131664