ფეხბურთი

22:32 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რომეუ "საუთჰემპტონში" 2023 წლამდე დარჩება

29 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ორიოლ რემეუმ "საუთჰემპტონთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაცია "წმინდანების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. რომეუს კლუბთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

ორიოლი "ესპანიოლის" და "ბარსელონას" აკადემიების აღზრდილია და 2011 წელს "ჩელსიმ" დაიმატა. ამის შემდეგ "არისტოკრატებმა" მოტამაშე ორჯერ გაანათხოვრეს და საბოლოოდ 2015 წელს "საუთჰემპტონში" გაასხვისეს. "წმინდანების" მაისურით რომეუმ 198 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

0.10964