25 წელი პროფესიონალურ ფეხბურთში? ერთი შეხედვით დაუჯერებელი დროა, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონის შემთხვევაში რეალობაა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დებიუტიდან 25 წელიწადი გავიდა.
1995 წლის 19 ნოემბერს, „პარმას“ უცნობ კარის დარაჯს საოცარი „მილანის“ წინააღმდეგ კარის დაცვა ანდეს და მან ყველაფერს იდეალურად გაართვა თავი - 0:0. ჯიჯიმ იმ დღეს არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი და დაამტკიცა, რომ წინ დიდი მომავალი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენა, რომ ჯიჯის იმდენად შთამბეჭდავი კარიერა ექნებოდა, როგორც აქვს. იტალიელმა ტვიტერში თავისი დებიუტი გაიხსენა და თანაც ორიგინალურად. მეოცე საუკუნის მიწურულს როგორი ცხოვრება იყო ყველას შეგვახსენა და იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ნივთები წარმოადგინა.
„როდესაც სერია A-ში დებიუტი მქონდა, სამყარო სრულიად სხვანაირი იყო. ჯერჯერობით მხოლოდ 25 წელი გავიდა. 9 132 დღე და 219 168 საათი (ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა). მოდით, ერთად ჩავუღრმავდეთ წარსულს“, - წერს ბუფონი.
ბუფონმა კარიერის განმავლობაში „პარმას“, „იუვენტუსის“ და „პარი სენ ჟერმენის“ ღირსება დაიცვა. ყველაზე დიდი დრო ტურინულ გრანდშ გაატარა, ჯერ 17 სეზონი და დაბრუნების შემდეგ მეორე სეზონია ისევ „ბებერი ქალბატონის“ კარის სადარაჯოზე დგას.