ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. პირველმა საშეჯიბრო დღემ საქართველოსთვის წარუმატებლად ჩაიარა და მედლის მოპოვება ვერცერთმა ძიუდოისტმა ვერ მოახერხა.
66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა იასპარეზა, რომელმაც პირველივე ბრძოლაში რუსი მიხაილ პულიაევი იპონით დაამარცხა. შემდეგ მარგველაშვილმა რუმინელ ლუსიან დუმიტრესკუსა და ფრანგ კილიან ლე ბლოშს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერთან დამარცხდა. მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს და მოლდველ დენის ვერიუს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.
60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიამინი ასპარეზობას პირველივე შეხვედრაში ბულგარელ იანისლავ გერჩევთან დაპირისპირებისას გამოეთიშა.
დღესვე, ტატამზე ქალთა შორის ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ორივემ წარუმატებლად იასპარეზა. 52 კგ წონით კატეგორიაში ტატაინა ლევიცკა-შუკვანმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი გულთაი მამადალიევას დამარცხება შეძლო, მაგრამ მეორე წრეში ესპანელ ანა ბოქს პერესთან წააგო.
57 კგ წონით კატეგორიაში კი ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი გავიდა და პირველივე შეხვედრაში ჩეხ ვერა ზემანოვასთან მარცხი განიცადა.