ფეხბურთი

16:57 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე კვირკველიას და გრიგალავას: "თავს მიხედეთ ბიჭებო, სირცხვილია"

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გია გრიგალავასა და სოლომონ კვირკველიას მიმართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, სირცხვილია, როდესაც ნაკრებში ფეხბურთელები ასეთი წონით ჩამოდიან.

„ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირადად კვირკველიას და გრიგალავას მინდა მივმართო - თავს მიხედეთ ბიჭებო რა, სირცხვილია ასეთ მდგომარეობაში ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა, არ შეიძლება ასე. ეს უპატივცემულობაა ნაკრების, ჩვენი, თითოეული გულშემატკივრის, რომ ასეთი წონით ფეხბურთელები ნაკრებში ჩამოდიან, მითუმეტეს, როდესაც ჩვენთვის წამყვანი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან“, - თქვა ცხადაძემ „პირველი არხის“ სპორტულ გადაცემა „ტაიმ-აუტში“ ინტერვიუსას.

ცხადაძეს საქართველოს ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზეც ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ნებისმიერისთვის დიდი პატივია და გამონაკლისი თვითონაც არაა.

"რა თქმა უნდა, ეს ყველა მწვრთნელისთვის დიდი პატივია და გამონაკლისი არც მე ვარ. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა უფრო მეტად ვარ მზად, ვიდრე 5 წლის წინ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს 5 წელი არ გავჩერებულვარ, სულ ვმუშაობდი და ამ პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე", - განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, გია გრიგალავა ტულის „არსენალის“ ღირსებას იცავს, კვირკველია - ვოლგოგრადის „როტორის“. გრიგალავმ ნოემბერში სომხეთთან და ესტონეთთან ითამაშა, ხოლო კვირკველია მოედანზე მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ იყო. კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებს 2015-2016 წლებში წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115874