ჩოგბურთი

13:41 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებს სარეიტინგო ცვლილებები ნაკლებად შეეხოთ

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში კვლავაც 8 ქართველი გოგონა მოხვდა, რომელთაგან მნიშვნელოვანი ცვლილებები არცერთს შეხებია. მათი მდგომარეობა ასეთია:

213 (215). სოფო შაფათავა – 244 ქულა; 307 (313). ეკატერინე გორგოძე – 127; 456 (456). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 464 (462). სოფო ქვაცაბაია – 66; 640 (648). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 34; 718 (719). მარიამ ბოლქვაძე – 25; 1164 (1167). თამარ კუტუბიძე – 5; 1261 (1261). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში მექსიკური მონტერეიდან აშშ-ში გადაინაცვლა საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ და როკ ჰილის 25-ათასიან ტურნირზე, სავარაუდოდ, მე-2 განთესვით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ სოფომ მონტერეიში წყვილთა შეჯიბრის ფინალში იასპარეზა, ამჟამად კი, წყვილთა კლასიფიკაციაში 361 ქულით 176-ე პოზიცია უკავია. ამ მხრივ, საუკეთესო კალაშნიკოვა გახლავთ, რომელიც 1125 ქულით 72-ეა.

მოსალოდნელია, რომ ეგვიპტეში, კერძოდ კი, შარმ ელ შეიხის 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებს ანა ქადაგიძე.

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში რჩება და მორიგ 10-ათასიან ტურნირზე ვიხილავთ სოფო ქვაცაბაიას, რომელსაც მე-2 რეიტინგი გააჩნია და საწყის რაუნდში ძალებს “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ არინა ტალუენკოსთან მოსინჯავს.

შიმკენტის ვაჟთა 10-ათასიან ტურნირზე ითამაშებენ ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ცივაძე. პირველი მე-2 რეიტინგის მქონე ინდოელ ჯეევან ნედუნჩეჟიანს გაეჯიბრება, მეორე კი – უკრაინელ გლებ ალეკსეენკოს. წყვილებში მეტრეველი და ბულგარელი ლაზოვი ყაზახებს – ჩემბოტაიევს და პეტროვს დაუპირისპირდებიან, ცივაძე და რუსი იარკოვი კი – გერმანელებს რეიხელტს და შუტს.

ისიც ვთქვათ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (AთP) რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს. საინტერესოა, რომ მას 219 ქულით 219-ე ადგილი უკავია. მეტრეველი 51 ქულით 594-ეა, ხოლო ცივაძე 16 ქულით – 903-ე.

0.12048