მიუნხენის "ბაიერნის" მეკარის მანუელ ნოიერისთვის ესპანეთთან ჩატარებული შეხვედრა კარიერაში 96-ე აღმოჩნდა და გერმანელ გოლკიპერებს შორის ჩატარებული მატჩების მხრივ პირველ ადგილზე გადავიდა. ნოიერმა სეპ მაიერის შედეგის გააუმჯობესა. აღნიშნულ ინფორმაციას Opta ავრცელებს.
ასევე, ესპანეთთან წაგებულ (0:6) შეხვედრაში მანუელმა ექვსი გოლი გაუშვა, რაც მის კარიერაში ანტირეკორდია. ნოიერს, არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე ამდენი გოლი ერთ მატჩში გაშვებული არ ქონდა.