ირანული ფეხბურთის ლეგენდამ ალი დაეიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს პირადად მიულოცავს თუ მის რეკორდს დაამხობს. საქმე ეხება ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილ გოლებს.
ალი დაეის 109 გოლი აქვს თავის დროზე ირანის ნაკრებში გატანილი, რაც რეკორდია, ხოლო მეორეადგილოსან კრიშტიანუ რონალდუს ამ შედეგამდე მხოლოდ 7 გოლი აშორებს (102 გოლი პორტუგალიის ნაკრებში).
„ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ჩემს რეკორდს მიაღწევს. ეს სულაც არ მეწყინება, რადგან ეს მხოლოდ პატივი იქნება. პირადად მივულოცავ, მაგრამ ჯერ ეს უნდა შეძლოს. დარწმუნებული ვარ ჩემს რეკორდს დაახმობს, თუმცა ჯერ 7 გოლია დარჩენილი“, - თქვა ირანელმა.
იმის გათვალისწინებით, რომ რონალდუ ისევ მაგარ ფორმაშია და ჯერ არც სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს, ალი დაეის შედეგის გაუმჯობესება ალბათ არ გაუჭირდება.