ფეხბურთი

14:25 | 17.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვეინალდუმს „ინტერმაც“ დაადგა თვალი

„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი, კიდევ ერთი ევროპული გრანდის ინტერესთა სფეროში მოექცა. მისი გადაბირება მილანის „ინტერმა“ გადაწყვიტა - გვამცნობს Calciomercato.com.

პორტალი ამტკიცებს, რომ „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, რომელიც ვარსკვლავური სტატუსის მქონე თავისუფალი აგენტების გადაბირებითაა ცნობილი, ვეინალდუმი თავის ნუსხაში ჩაწერა. ჩინოვნიკი ნიდერლანდელს პირადად არ დაკავშირებია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმის თავის გუნდში ხილვის დიდი სურვილი „ბარსელონას“ დამრიგებელ რონალდ კუმანსაც აქვს.

1.418504