საფეხბურთო საზოგადოება ძალიან გააოცა „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გადაწყვეტილებამ, ურუგვაელი შემტევი, ლუის სუარესი გუნდიდან გაეშვა. კუმანის მძიმე ხასიათის შესახებ საქვეყნოდაა ცნობილი, მაგრამ სუარესის „ატლეტიკოში“ გადაბარგებას სხვა მიზეზიც ჰქონია: ლუისი თურმე კლუბის ხელმძღვანელობას ოთხწლიან კონტრაქტს სთხოვდა, ანუ „ბარსელონაში“ 37 წლამდე თამაშს აპირებდა.
კლუბში კი ასაკისა და ბოლო დროს გაუარესებული შედეგიანობის გათვალისწინებით, ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმება არ მოინდომეს - გვამცნობს Mundo Deportivo.
33 წლის სუარესი „ბარსელონადან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ 25 სექტემბერს გადავიდა. კატალონიურ კლუბში კი 2014 წლიდან ირჯებოდა.