ფეხბურთი

11:21 | 17.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი კორონავირუსს კვლავ ებრძვის

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, „სკუადრა აძურას“ ვერც ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ერთა ლიგის მატჩში უხელმძღვანელებს. მის მაგიერ, გუნდს მინდორზე ასისტენტი, ალბერიკო ევანი გაიყვანს.

მანჩინის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ორი კვირის წინათ გახდა ცნობილი. ის დაავადებას ისევ ებრძვის და თვითიზოლაციაში იმყოფება.

ევანიმ ნოემბერში ორჯერ უხელმძღვანელა იტალიის ნაკრებს: ესტონეთთან, ამხანაგურ მატჩში (4:0) და პოლონეთთან ერთა ლიგის შეხვედრაში (2:0).

იტალიელები ბოსნიელებს სარაევოში 18 ნოემბერს შეხვდებიან.

0.142832