ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და სანაკრებო ფეხბურთზე ირონიულად ისაუბრა. პორტუგალიელმა დომაგოი ვიდას კორონავირუსის ტესტის პასუხზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შესვენებაზე შეცვალეს, რადგან მაშინ გაირკვა, რომ ვირუსი ჰქონდა.
„ფეხბურთის ფანტასტიკური კვირა. დიდი ემოციები სანაკრებო მატჩებიდან, სუპერ ამხანაგური მატჩები და სრული უსაფრთხოება. ტესტის პასები თამაშის დასრულების შემდეგ, ვარჯიშებზე შემთხვევით ხალხის სირბილი და მრავალი სხვა... ახლა უმჯობესია საკუთარ თავზე ვიზრუნო“, - წერს მოურინიო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს სანაკრებო მატჩების მიმართ უკმაყოფილება არაერთმა ფეხბურთელმა გამოთქვა.