ფეხბურთი

1:43 | 17.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბენდტნერი: "იუვენტუსში" 10-12 ფეხბურთელი ტუალეტში სიგარეტს ეწეოდა"

ვეტერანმა დანიელმა ფეხბურთელმა ნიკლას ბენდტნერმა BBC-სთან საუბარში ტურინის „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 10-12 ფეხბურთელი სიგარეტს ეწეოდა.

მას ყველა მათგანი არ დაუსახელებია, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ შორის ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო იყვნენ.

„თავიდან ბიჭები ვერ ვიპოვე და ეს ცოტა უცნაური იყო. შემდეგ ტუალეტში 10-12 ფეხბურთელი დამხვდა, ყავას სვამდნენ, საუბრობდნენ, ერთად იყვნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ეს რაღაც განსაკუთრებული იყო და მივხვდი, რომ წინ სახალისო თავგადასავალი მელოდა“, - თქვა ბენდტნერმა.

შეგახსენებთ, ნიკლას ბენტნერი „იუვენტუსის“ ღირსებას 2012-2013 წლების სეზონში იცავდა და 11 უგოლოდ მატჩის შემდეგ იტალიური გრანდი დატოვა.

0.114483