ფეხბურთი

21:43 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა: "ასეთი რთული პერიოდი კარიერაში არ მქონია"

პოლ პოგბამ განაცხადა, რომ მის კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს. „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ამის შესახებ RTL-ს განუცხადა.

„ჩემს სპორტულ კარიერაში ასეთი რთული პერიოდი არ მქონია. საფრანგეთის ნაკრებში თამაში ჩეთვის სუფთა ჰაერის სუნთქვა იყო. ჩვენ ოჯახი ვართ, ყველანი ძალიან ახლოს ვართ, ჯადონური და განსაკუთრებული ჯგუფია. პორტუგალიასთან გამარჯვება განსაკუთრებული მომენტი იყო და ჩვენი სიმტკიცე აჩვენა“, - თქვა პოგბამ.

ფრანგი ფეხბურთელი „მანჩესტერში“ რომ ბედნიერი არ არის, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმაც საჯაროდ დაადასტურა.

„საუკეთესო ფორმაში არაა. ლოგიკურია, ყველა მოთამაშე ასეა, როდესაც კლუბში ნაკლებად თამაშობ, მენტალურადაც განიცდიან ამას. არ შეიძლება ითქვას, რომ პოგბა კმაყოფილია“, - აღნიშნა დეშამმა.

0.115622