კალათბურთი

1:10 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის MVP-ის ტიტული ბურჯანაძის "გრან კანარიასთან"

ესპანეთის ლიგა ენდესაში მერვე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა „იბეროსტარ ტენერიფესა“ და „გრან კანარიას“ შორის, სადაც ქართული დაპირისპირება შედგა. მატჩი მასპინძლებმა როგორც მოსალოდნელი იყო, პრობლემების გარეშე მოიგეს - 99:80.

საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 24წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა და MVP-ის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, მან პარკეტზე 15 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა და 2 მოხსნა შესძინა საკუთარ გუნდს. ბურჯანაძემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 10 თამაშში 9 მოგების წილ 1 წაგება აქვს და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება, ხოლო „გრან კანარია“ 2 გამარჯვებით და 8 მარცხით მხოლოდ ორ გუნდს უსწრებს.

0.114191