მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, სერხიო რამოსი, ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ევროპის რეკორდსმენი გახდა.
ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა შვეიცარიელების წინააღმდეგ, მისთვის „ფურია როხას“ მაისურით ჩატარებული 177-ე თამაში გამოდგა. აქამდე რეკორდი „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს ეკუთვნოდა - 176 მატჩი.
მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ეგვიპტელი აჰმედ ჰასანია (184 მატჩი), მას ომანელი აჰმედ მუბარაქი მოსდევს (179).